ბრენდი

ბრენდი
მარკეტინგში განისაზღვრება როგორც მომხმარებლის ცნობიერებაში პროდუქტის აღქმა. ბრენდი არ არის ლოგო, სარეკლამო განცხადება და არც თავად პროდუქტი. ბრენდი მომხმარებლის შთაბეჭდილებების კრებულია მოცემულ პროდუქტზე. ბრენდის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ Coca-Cola, Mercedes, Nike, Harley Davidson, MTV, CNN, BBC და სხვა.ბრენდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როდესაც ბაზარზე კონკურენტები წარმოიშობა. მომხმარებელი ბრენდს არჩევანის გაკეთების პროცესში იყენებს. ის უადვილებს მომხმარებელს გაარკვიოს - რომელი პროდუქტია მისთვის სხვასთან შედარებით უკეთესი. მომხმარებლის ცნობიერებაში ბრენდი გარკვეულწილად პროდუქტის იარლიყია. ბრენდი განასხვავებს მსგავს პროდუქტებს, ახდენს პროდუქტის ღირსებების ფორმულირებას და მომხმარებელს პროდუქტის მიმართ დამოკიდებულების გარკვევაში ეხმარება. ყოველივე ამის გამო, ბრენდი საშუალებას გაძლევთ კომპლექსურად მიუდგეთ თქვენს საქმიანობას. ბრენდის შექმნა ამომავალი წერტილი ხდება კომპანიის (არხის, ქსელის, პროგრამის) მენეჯმენტის და მარკეტინგის პროცესის სწორი წარმართვისათვის, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არხის გაფორმება და პრომოუშენია.
Source: მაკარიძე, დავით. სატელევიზიო დიზაინი: პრაქტ. სახელმძღვ. პროფესიონალებისათვის - თბ. : ფონდი "ინტერნიუსი", 2001

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать курсовую

Смотреть что такое "ბრენდი" в других словарях:

  • ბრენდის პოზიცია — ადგილი, რომელსაც ბრენდი იკავებს კონკურენტებთან მიმართებაში ბაზრის მიზნობრივი სეგმენტის (მიზნობრივი აუდიტორიის) ცნობიერებაში. ბრენდის პოზიცია ბრენდის იმ ღირშესანიშნაობებზე ფოკუსირდება, რომლებიც მას კონკურენტებისაგან გამოყოფს. პოზიციონირება… …   Georgian encyclopedia

  • ბრენდის შეფასება — წარმატებული, ძლიერი ბრენდი კომპანიის ფასეულობაა. ისევე როგორც სხვა ფასეულობები, ბრენდიც შეფასებადია, თუმცა ეს პროცესი გართულებულია ბრენდის „არამატერიალურობის“ გამო. ბრენდის შეფასების ბევრი მეთოდი არსებობს, თუმცა ისინი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»